Belive

ემილიანო მარტინესი: "თუ მესი პსჟ-ს დატოვებს, მე მას ასტონ ვილაში მოვიყვან..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მეკარემ - ემილიანო მარტინესმა, მის თანაგუნდელსა და მეგობარზე - ლეო მესიზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, 30 წლის ემილიანო მარტინესმა პარიზელ გულშემატკივრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზელი ფანების საქციელი (მესის მიმართ სტვენა) ამორალურია.

"როდესაც პირველად ვნახე, თუ როგორ უსტვენდნენ მესის პარიზელი გულშემატკივრები, შოკირებული დავრჩი. როგორ შეიძლება შენი კლუბის ფეხბურთელს ასე მოექცე, მითუმეტეს როდესაც საქმე ყველა დროის ყველაზე მაგარ ფეხბურთელს ეხება.

მესისგანაც ვიცი, რომ იგი "პსჟ"-ში დიდი ხანი გაჩერებას არ აპირებს. საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ მან კლუბი 2023 წლის ზაფხულში დატოვოს. თუ ლეო "პსჟ"-დან წამოვა, მე მას "ასტონ ვილაში" მოვიყვან. ყოველ დღე ჩაის დავალევინებ და მაქსიმალურ ფუფუნებას შევუქმნი.

გულშემატკივრებსაც ვთხოვ, რომ ყოველ შაბათ-კვირას მას დროშებითა და დიდი სიყვარულით დახვდნენ, იგი ამით კარგად გაერთობოდა. მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში მესისთვის ხელფასი დავიკლო". - ემილიანო მარტინესი.

სხვა სტატიები