Belive

ემილიანო მარტინესი: ,,მსაჯს უნდოდა, რომ ნიდერლანდებს გოლი გაეტანა''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდებთან მოგებული მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, შეხვედრის მსაჯი, მატეო ლაოსი გააკრიტიკა:

,,ვფიქრობ, მატჩს ვაკონტროლებდით, ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა. თუმცა, მსაჯი ყველაფერს მათ სასარგებლოდ წყვეტდა, შეხვედრას უმიზეზოდ ათი წუთი დაამატა, ორჯერ თუ სამჯერ საჯარიმოს ხაზთან მეტოქეს ჯარიმა დაუნიშნა. უბრალოდ, უნდოდა, რომ ნიდერლანდებს გოლი გაეტანა. ასე რომ, იმედია, ეს მსაჯი ჩვენს მატჩში აღარ დაინიშნება,'' - განაცხადა მარტინესმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

მარტინესმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერგუისს აჯობა.

,,ალბისელესტეს” მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები