Belive

ელიტ-რაუნდისთვის საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ძალზედ საინტერესო მარტის თვე ელის. გარდა ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის ორი ამხანაგური მატჩისა, მნიშვნელოვან შეხვედრებს 17 და 19-წლამდე საფეხბირთო ნაკრებებიც გამართავენ. თანაც, ასაკობრივ ნაკრებებს ამჯერად არა მხოლოდ ამხანაგური, არამედ ოფიციალური მატჩები ელით, რომელიც გუნდებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებულად დასრულების შემდეგ, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს ელიტ-რაუნდის შეხვედრები ელით, სადაც გამარჯვების შემთხვევაში კონტინენტის პირველობაზე მოხვდებიან. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გიორგი ჩიტაურმა (U17) და ვასილ მაისურაძემ (U19) ის შემადგენლობები დაასახელეს, რომლითაც ელიტ-რაუნდის მატჩებს უნდა შეხვდნენ. საქართველო 17-წლამდელთა ნაკრები: მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), თემურ გონგაძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო). ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ლუკა წულუკიძე (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), გიორგი გვიშიანი (დინამო თბილისი). თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო). 23 მარტი | გერმანია-საქართველო 26 მარტი | ჩეხეთი-საქართველო 29 მარტი | საქართველო-შოტლანდია​​ საქართველო 19-წლამდელთა ნაკრები: მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (დინამო თბილისი). მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), თენგო გობეშია (დინამო თბილისი). ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი). თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი). 23 მარტი | რუმინეთი V საქართველო 26 მარტი | საქართველო V ისლანდია 29 მარტი | საქართველო V ხორვატია

სხვა სტატიები