Belive

ელიფ ელმასი: "კვარა ეკლერია, დი ლორენცო - ბაქლავა, სპალეტი კი ალექსანდრე მაკედონელი"

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

"ნაპოლის" ჩრდილოეთ მაკედონიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ელიფ ელმასმა იტალიურ მედია-საშუალება DAZN-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის საწყისი წლების გახსენებასთან ერთად, თანაგუნდელებისა და "ნაპოლის" რჩეული ფიგურების შესახებ პარალელელბიც გაავლო. წარმოშობით თურქი და ჩრდ. მაკედონიის მოქალაქე ფეხბურთელის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ნამცხვარ ეკლერს შეადარა.

"ბავშვობაში ბევრი მსხვერპლი გავიღე. სკოლაში მივდიოდი, შემდეგ ვბრუნდებოდი და ვარჯიშზე მივდიოდი, რის შემდეგაც ინგლისურ სკოლა ჩავაბარე. ნელ-ნელა უფრო მეტს ვვარჯიშობდი, დროს კიკ ბოქსინგსა და საცურაო აუზსაც ვუთმობდი.

საღამოს დაახლოებით 21 საათზე, მამაჩემის საკონდიტრო მაღაზიაში, "მანდარინაში" მივდიოდი და სამუსაო დღის დასრულებაში ვეხმარებოდი. სპალეტი ამბობს, რომ ბევრს დავრბივარ? ძალიან მიყვარს სირბილი, რადგან ეს უნდა გავაკეთო. დღევანდელ ფეხბურთში ეს აუცილებელია. სამი წლის ასაკში მე უკვე ვთამაშობდი ფეხბურთს. ქუჩაში კარები ფეხსაცმლით გავაკეთეთ და მაშინვე, პრიმავერაში ტამაში დავიწყე. 13 წლის ასაკში უკვე პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. 15 წლის ასაკში B გუნდის კაპიტანი ვიყავი, პირველ გუნდში ჩემი დებიუტი 16 წლისა და 5 დღის ასაკში შედგა, მაშინ გამთამაშებლის პოზიციაზე ვთამაშობდი.

მაკედონიაში იტალიურ ფეხბურთს თვალს აქტიურად ადევნებენ. ბავშვობაში სპალეტის "რომას" ვუყურებდი, ძალიან მომწონდა ტოტი. ჩემი ოჯახი კი, პირიქით, დიდად არ უყურებდა ფეხბურთს, ყოველთვის მუშაობდნენ -  დილის 7 საათიდან შუაღამემდე. ახლა ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად იტალიაში ცხოვრობს.

რა მოგონებები მაქვს ნეაპოლში პირველ ჩასვლაზე? ვიწრო ქუჩები. როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე პიცის საჭმელად წამოვედი. ნეაპოლი და სკოპიე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სკოპიე მშვენიერი ქალაქია, მაგრამ დიდი ქალაქი არაა. ნეაპოლში ყველაფერია და თან გვაქვს ზღვა.

ის, რის გამოც ნეაპოლს ვერ დავთმობ? პიცა, ამაზე უკეთესს ვერსად გააკეთებენ. როგორც ფეხბურთელს, მე შემიძლია ბევრი ვჭამო. ასევე, მიყვარს სუში - შემიძლია 70 ხრაშუნა კრევეტი მივირთვა.

რაში ვარ მე "ნეაპოლიტელი"? ალბათ ჩემი ჟესტიკულაციაში, მაგრამ ეს ყველა იტალიელის ნაწილია. ტომაზო სტარაჩეს ყავა ნომერ 1-ია მსოფლიოში, ასეთი გემო არასდროს მიგემია. ჩემი მეგობრები ნეაპოლში? ყველა..

"ნაპოლის" გასახდელი? ამდენი სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელის ყოლა დადებითია? ეს დამოკიდებულია არა შენს ეროვნებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორი კაცი ხარ, როგორ გაიზარდე, შენს ხასიათზე. წელს ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. წარსულშიც მშვენიერი ჯგუფი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორც წელს: ეს იღბალი არ იყო გარშემო. არის იღბალი, მაგრამ ასევე ვართ ჩვენ, რომლებიც ამ იღბლით სარგებლობას ვახერხებთ.

რაც შეეხება ოსიმენის ტორტს, როგორც კი ეს ფოტო ვნახე, უმალვე ვიქტორს გავუგზავნე. ვფიქრობ, ეს დამსახურებულია, რადგან როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად გამორჩეულ სეზონს ატარებს. ვმღერით თუ არა სიმღერას - "ოსიმენმა გაიტანა"? ყოველთვის, მისი ყოველი გოლის შემდეგ.

ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაოცა, არის კიმი, არა მხოლოდ იმით, თუ როგორ თამაშობს, არამედ მისი ხასიათითა და ადამიანური თვისებებით. შთამბეჭდავია. ასევე, არიან სხვა ფეხბურთელებიც, როგორებიცა კვარაცხელია, ლობოტკა, ანგისა, ზიელინსკი, დი ლორენცო, მარიო რუი და სხვები არიან... თუ გავაგრძელებ ჩამონათვალს, ვერ გავჩერდები.

ვინ არის ჩვენი "ალექსანდრე დიდი", ჩვენი ლიდერი? მე ვიტყოდი, რომ მწვრთნელი სპალეტი მოედანზე, კაპიტანი დი ლორენცო კი გასახდელში. მწვრთნელმა შექმნა შესანიშნავი ჯგუფი. მან გვაიძულა უფრო გუნდურად გვეთამაშა. მე კიდევ უფრო სწრაფად ვიზრდები და ეს მაძლევს ფეხბურთის უკეთ გაგების შესაძლებლობას. როცა ასე თამაშობ, ძალიან სახალისოა. ეს არის გუნდი, რომელიც შედგება ყველა დიდი ფეხბურთელისგან. გარწმუნებთ, რომ საწვრთნელი პროცესის დროს ბურთი ძალიან სწრაფად მოძროაბს.

რა დესერტებს შევადარებდი ჩემს თანაგუნდელებს? კვარა ეკლერია, იმიტომ რომ კარგია. როცა კვარას "ნაპოლიში" თამაშზე ფიქრობ, ამბობ: კარგია. დი ლორენცო ფახლავაა, ლობოტკა - ბაბა. კიმი? მისნაირი დესერტის პოვნა შეუძლებელია... იქნებ პროფიტეროლი", - თქვა 23 წლის შუახაზელმა.

მიმდინარე სეზონში, ელიფ ელმასს "ნაპოლის" შემადგენლობაში 35 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული", - თქვა 23 წლის შუახაზელმა.

მიმდინარე სეზონში, ელიფ ელმასს "ნაპოლის" შემადგენლობაში 35 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პ[ასი გაკეთებული.

სხვა სტატიები