Belive

ელიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კარიერას ვოლგოგრადის როტორში გააგრძელებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას ვოლგოგრადის "როტორში" გააგრძელებს. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ფლამარიონი რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. 24 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა "დინამო ბათუმში" სამწელიწადნახევარი გაატარა. წინა სეზონში ჯოვინომ ეროვნულ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში, ფლამარიონის ანგარიშზე 4 გოლია.

СК "Ротор"

"Ротор" провел матч с молодежкой ⠀ Сегодня на поле стадиона "Зенит" ... основная команда сине-голубых сыграла двусторонний матч против дублирующего состава. ⠀ Встреча завершилась ничейным результатом - 1:1. Оба гола были забиты во втором тайме. Сперва на 70-й минуте Григорий Тарнов вывел молодежку вперед, а спустя 8 минут ударом с пенальти Бека Микелтадзе сравнял счет.
"როტორში" ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე, სოლომონ კვირკველია, ზურაბ დავითაშვილი და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან.

სხვა სტატიები