ელ ქააბიმ ევროტურნირების რეკორდი დაამყარა
კონფერენს ლიგის ფინალში ,,ოლიმპიაკოსმა'' ,,ფიორენტინა'' დამატებით დროში დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი ბერძნული გუნდის თავდამსხმელმა, აიუბ ელ ქააბიმ გაიტანა, რომელიც 11 გოლით ტურნირის ბომბარდირიც გახდა.
მაროკოელმა 11-ვე გოლის გატანა პლეი-ოფში შეძლო, რაც ევროტურნირების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
30 წლის თავდამსხმელმა რადამელ ფალკაოს (10 გოლი ევროპა ლიგის 2010-2011 წლების სეზონში), კრიშტიანუ რონალდუსა (10 გოლი ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონში) და ქარიმ ბენზემას (10 გოლი 2021-2022 წლების სეზონში) რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.
2023-2024 წლების სეზონში ელ ქააბიმ ,,ოლიმპიაკოსის'' მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Most goals scored in a single UEFA club competition knockout stage since the group stages were introduced:
— Squawka (@Squawka) May 29, 2024
◉ 11 - Ayoub El Kaabi (2024 UECL)
◎ 10 - Cristiano Ronaldo (2017 UCL)
◎ 10 - Karim Benzema (2022 UCL)
◎ 10 - Radamel Falcao (2011 UEL)
This was El Kaabi's debut season… pic.twitter.com/nqlcEflcLQ