EL MUNDO | "სიტისთან თამაში ხაბი ალონსოს ბოლო შანსია - სავარაუდო შემცვლელები უკვე ნაპოვნია"
ესპანური საფეხბურთო გამოცემა "elmundo" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 'სამეფო კლუბში' ხაბი ალონსოს საქმიანობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც კლუბმა ბოლო 7 მატჩიდან 5-ში ვერ გაიმარჯვა და ლა ლიგაში პირველობა დაკარგა.
ესპანური გამოცემის თანახმად, 8 დეკემბერს, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' ხაბი ალონსოსა და კლუბის პრეზიდენტს - ფლორენტინო პერესს შორის საგანგებო შეხვედრა შედგა, სადაც პერესმა ესპანელ მწვრთნელს აცნობა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ჩემპიონთა ლიგაზე, მანჩესტერ სიტისთან ხაბი ალონსოს ბოლო შანსი მიეცემა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მას კლუბიდან გაუშვებენ.
🚨 BREAKING: Zidane and Jürgen Klopp are the favorites to replace Xabi Alonso.
— Madrid Zone (@theMadridZone) December 8, 2025
The match against Manchester City is Alonso's LAST CHANCE.
The relationship between the locker room and the coach cannot be repaired. Real Madrid are already looking for a replacement. @elmundoes pic.twitter.com/cgMG1L61jJ
წარუმატებლობის ფონზე, 'სამეფო კლუბის' გასახდელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ხაბი ალონსოს მიმართ უკმაყოფილება ფეხბურთელებმაც გამოთქვეს.
რეალ მადრიდი უკვე ეძებს შემცვლელს - ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ რეალის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ზინედინ ზიდანსა და იურგენ კლოპს...
შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკოს მოგების შემდეგ, რეალი ბარსელონას 5 ქულით უსწრებდა, მე-16 ტურის შემდეგ კი ბარსელონა 40 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება, მადრიდული გრანდი კი მათ 4 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ რეალმა ბოლო 7 მატჩიდან 5 თამაში ვერ მოიგო (2 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).