Belive

ელ კლასიკოს წინ, ბარსელონას 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, გუნდს 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა. როგორც კატალონიელთა პრეს-სამსახური იუწყება, არაუხო, ანსუ ფატი, პედრი, ფერან ტორესი და ფრენკი დე იონგი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან. ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, "ბარსელონას" ფერან ტორესის გამოყენების შესაძლებლობაც ექნება, რომელიც კლუბმა უკვე ოფიციალურად წარადგინა და შესაძლოა მისი დებიუტი სწორე ელ კლასიკოში შედგეს. "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება 12 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები