ეკვადორთან მიღებული წითელი ბარათის გამო, ოტამენდი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს
არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი, ნიკოლას ოტამენდი ,,ალბისელესტეს'' მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა 37 წლის ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
ოტამენდიმ წითელი ბარათი 10 სექტემბერს, ეკვადორთან შეხვედრაში, ენერ ვალენსიას წაქცევის გამო მიიღო. ეს არგენტინელი მცველისთვის სანაკრებო კარიერში პირველი გაძევება იყო.
გარდა ამისა, პირველ ტურში ვერ ითამაშებს ვერც ეკვადორის ნაკრების ნახევარმცველი, მოიზეს კაისედო, რომელმაც ზემოაღნიშნულ მატჩში ასევე წითელი ბარათი მიიღო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართება.
FIFA confirmó las sanciones para Moisés Caicedo 🇪🇨 y Nicolás Otamendi 🇦🇷 y NO PODRÁN DISPUTAR EL DEBUT EN EL MUNDIAL 2026 ❌️ pic.twitter.com/BeI2wJI8zK
— Pablo Giralt (@giraltpablo) October 7, 2025