Belive

ეგვიპტის ნაკრებს დალასში ცუდად დახვდნენ - დაპირისპირება პოლიციასთან

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეგვიპტის ეროვნული ნაკრები დალასში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. აფრიკული გუნდის ტექსასში ჩასვლა პოლიციასთან მომხდარმა ინციდენტმა გადაფარა.

შემთხვევა ხუთშაბათს ნაშუადღევს მოხდა, როდესაც „ფარაონები“ პლეი-ოფის მატჩისთვის განკუთვნილ ბაზას მიუახლოვდნენ. სასტუმროსთან ეგვიპტელი გულშემატკივრების ჯგუფი იყო შეკრებილი, რომლებიც ფეხბურთელებთან ფოტოების გადაღებასა და ავტოგრაფების მიღებას გეგმავდნენ.

როდესაც გუნდი სასტუმროს ფოიეში გადიოდა, რამდენიმე გულშემატკივარი ფეხბურთელებს მიუახლოვდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახებიან დაცვის თანამშრომლები ეგვიპტის სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რის შედეგადაც კონფლიქტი სწრაფად გამძაფრდა.

ეგვიპტის მთავარი მწვრთნელი, ჰოსამ ჰასანი გაბრაზდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ პატარა ბავშვს ფეხბურთელებთან ფოტოს გადაღებაში ხელი შეუშალა. 'ნუ მეხები' - ისმის ჰასანის ყვირილი პოლიციელის მიმართ, რომელიც ფეხბურთელებისა და ფანების განრიდებას ფიზიკურად ცდილობდა.

სიტუაცია სწრაფადვე ჩაწყნარდა, თუმცა ეგვიპტელთა მწვრთნელი ადგილიდან გაიყვანეს და ის საკუთარ დელეგაციას რამდენიმე წუთის შემდეგ შეუერთდა.

სხვა სტატიები