ეგოიანის გოლი და განადგურებული უტრეხტი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
ნიდერლანდების ერედივიზიის 31-ე ტურში, ექსელსიორმა უტრეხტს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 დაამარცხა. შედეგი ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან ექსელსიორი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ხოლო უტრეხტს შანსი აქვს ევროტურნირის განკუთვნილი ადგილი დაიკავოს.
შედეგი მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ სტუმრები 31-ე წუთზე 10 კაცით დარჩნენ - მატის დიდენმა 2 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ირაკლი ეგოიანმა - მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და უტრეხტს მეოთხე გოლი 69-ე წუთზე გაუტანა. გოლიდან 7 წუთში ირაკლი შეცვალეს. ქართველმა 7.2-დან 7.9-დე შეფასება დაიმსახურა (sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით). ეგოიანს, ერედევიზიის მიმდინარე გათამაშებაში, 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ექსელსიორი 31 ქულით ცხრილის მე-14 ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს მე-16 ადგილზე მყოფ ვოლენდამს (გადათამაშების ზონა). შემდეგ ტურში, ექსელსიორი გრონინგენს სტუმრად ეთამაშება (2 მაისი) - ირაკლი ეგოიანის გუნდს, დარჩენილ 3 ტურში, გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს.