ედინ ჯეკო შალკეში ითამაშებს - მიზანი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა
Sky Sport Germany ახალ ტრანსფერს აანონსებს - 39 წლის ბოსნიელი ფორვარდი, ედინ ჯეკო, კარიერას გერმანიაში, კერძოდ კი, ბუნდესლიგა 2-ში, შალკეში ითამაშებს და კლუბს ბუნდესლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება.
ფეხბურთელსა და შალკეს შორის შეთანხმება შედგა, ახლა კი, მთავარი ფიორენტინას დასტურია, რაც საკმაოდ რეალურად ჩანს, რადგანაც ფიორენტინამ 39 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენება თავად მოითხოვა, რადგან მას სათანადოდ ვერ იყენებენ.
🚨💣 BREAKING | Schalke 04 and Edin #Dzeko have reached a full verbal agreement. Negotiations with Fiorentina are now under way.
— Florian Plettenberg (@Plettigoal) January 20, 2026
Baumann/Muslic worked hard and convinced him. #S04 appeal to him, as revealed yesterday. Now only an agreement between the clubs is needed.@Sky_Dirk… pic.twitter.com/mKaEFxXLUj
შალკე ბუნდესლიგა 2-ში პირველ პოზიციაზე იმყოფება და ბუნდესლიგის საგზურისთვის იბრძვის. გელზენკირხენური კლუბი ბუნდესლიგაში ბოლოს 2022/2023 წლების სეზონში ასპარეზობდა, მას შემდეგ მათ ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ, ახლა კი ყველაზე რეალური შანსი აქვთ.
რაც შეეხება ედინ ჯეკოს, ძალიან გამოცდილ ბოსნიელ ფორვარდს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს - იგი 2007-2011 წლებში ვოლფსბურგში ირიცხებოდა, სადაც კლუბთან ერთად ჩემპიონიც გახდა (2008/2009 წლების სეზონში). მას ბუნდესლიგაში 111 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 66 გოლის გატანა და 27 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
39 წლის ბოსნიელი ფორვარდი ამჟამად სერია A-ში, კერძოდ კი, ფიორენტინაში თამაშობს, სადაც მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.