Belive

ედენ აზარმა კრიტიკოსებს უპასუხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ვარკსვლავმა, ედენ აზარმა აღნიშნა, რომ კარგ ფორმაშია და თავს შესანიშნავად გრძნობს. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ 11 შეხვედრაში, აზარმა მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო - რის გამოც, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგებულ ბელგიელს თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ედენ აზარმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: " გასული თვიდან მოყოლებული კარგ ფორმაში ვარ და ტრავმები არ მაწუხებს. თავს კარგად ვგრძნობ და როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ - მნიშნველობა არ აქვს "რეალის" მაისური მაცვია თუ ბელგიის საფეხბურთო ნაკრების."

სხვა სტატიები