ედენ აზარი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს
ლონდონის ჩელსის ყოფილი შემტევი, ედენ აზარი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ბელგიელი გახდა 24-ე ფეხბურთელი (26-ე წევრი, მათ შორის 2 მწვრთნელია- ფერგიუსონი და ვენგერი), ვისაც წილად ასეთი პატივი ხვდა.
,,პრემიერლიგის დიდების დარბაზში შესვლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების რიცხვს შევუერთდი.
ფეხბურთს ბავშვობიდან გასართობად ვთამაშობდი, თუმცა ჩემი ოცნება ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაში იყო.
ასეთი აღიარება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულია. ჩემი მშობლები ფეხბურთელები იყვნენ და ეს სპორტი ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ.'' - ედენ აზარი
აზარის ერთადერთი პრემიერლიგური გუნდი ჩელსი იყო, სადაც 2012-2019 წლებში თამაშობდა. ბელგიელმა ინგლისის ჩემპიონატში ლონდონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 245 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა და 57 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ედენმა პრემიერლიგის მოგება 2-ჯერ შეძლო, წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ერთხელ დასახელდა.
პრემიერლიგის დიდების დაბრაზის პირველი წევრები ალან შირერი, ტიერი ანრი, ერიკ კანტონა, როი კინი, ფრენკ ლამპარდი, დენის ბერკამპი, სტივენ ჯერარდი და დევიდ ბექჰემი იყვნენ.
კომპანის შემდეგ, აზარი გახდა მე-2 ბელგიელი, რომელიც პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
Eden Hazard, this is where you belong.
— Premier League (@premierleague) October 29, 2025
Welcome to the Premier League Hall of Fame. ✨ pic.twitter.com/itz14Zzs8K