Belive

ედენ აზარი გერმანიის პროტესტზე: "პოლიტიკური მესიჯები არ უნდა გავაგზავნოთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" შემტევი - ედენ აზარი, გერმანიის ეროვნული ნაკრების პროტესტს გამოეხმაურა.

"დიახ, ეს ჟესტი გააკეთეს და შემდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგეს. უმჯობესი იქნებოდა ეს არ გაეკეთებინათ და მოეგოთ.

ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ ჩამოსულები და არა იმისათვის, რომ პოლიტიკური მესიჯები ვგზავნოთ. პოლიტიკური მესიჯების გასაგზავნად სხვა ადამიანები და სხვა სფეროს წარმომადგენლები უფრო გამოდგებიან.

ჩვენი, ფეხბურთელების მიზანი უნდა იყოს, რომ ყურადღება ფეხბურთზე გავამახვილოთ და არა პოლიტიკაზე".

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩის წინ პირზე ხელი აიფარეს, რადგან მათ არ მოსწონთ, რომ ფიფა აზრის გამოხატვას უკრძალავს.

FiQDeehX0AUbvxO

სხვა სტატიები