Belive

ედენ აზარი ბელგიური ფეხბურთის ისტორიის მთავარ ფიგურად აღიარეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი ბელგიის ფეხბურთის 125-წლიან ისტორიაში ცენტრალურ ფიგურად აღიარეს. ინფორმაცია ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ, 125 წლის იუბილის საპატივსაცემოდ, ორგანიზება გაუწია გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის ჩატარებას და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. ბელგიის ოფიციალური ფანკლუბის წევრების თითოეული ხმა ითვლებოდა ორად. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ყველაზე გამორჩეულ პერსონად ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ედენ აზარი დასახელდა. სამეულში შევიდნენ "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი ვენსან კომპანი და "ქალაქელების" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი. ბელგიის ეროვნული ნაკრები 1904 წლიდან არსებობს. 1906 წლიდან იგი ცნობილია მეტსახელით "წითელი ეშმაკები", ეროვნული გუნდის ფანკლუბს "1895-ს" უწოდებენ. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მე -20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებულ ყველა მცირე თუ დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საუკეთესო შედეგს ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მესამე, ხოლო ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზე მეორე ადგილის დაკავება წარმოადგენს.

სხვა სტატიები