Belive

ედენ აზარი ბელგიის წლის სპორტსმენად დაასახელეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ლიდერი, ედენ აზარი საკუთარ სამშობლოში საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.  მას კონკურენციას ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ბარტ სვინგსი და მძლეოსანი კოენ ჰერტი უწევდნენ. ბელგიელი ჟურნალისტების აზრით, კი საუკეთესო სწორედ აზარი იყო. ედენ აზარმა ბელგიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მუნდიალზე ის ერთ-ერთი საუკეთესო გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. გაიტანა 3 ბურთი, ხოლო 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ბელგიაში წლის სპორტსმენის წოდება მიიღო. აქამდე 2014 წელს ამ პრიზს ტიბო კურტუა, ხოლო 2015 წელს კევინ დე ბრუინი დაეუფლნენ.

სხვა სტატიები