Belive

EA SPORTS-მა FIFA 22-დან რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული გუნდი წაშალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

EA SPORTS-მა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კომპიუტერული თამაშიდან - FIFA 22-დან, რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული გუნდი წაშალა. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

,,EA SPORTS-ი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ისევე, როგორც მთელი საფეხბურთ მსოფლიო, მშვიდობასა და უკრაინაში შეჭრის დასრულებას.მოითხოვს. ფიფასა და უეფაში პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, FIFA 22-დან რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული კლუბი წაიშლება,'' - წერია განცხადებაში.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები