Belive

ძმების გოლები და საოცარი თამაში ტურინში | იუვენტუსმა ინტერი დაამარცხა

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრაში იუვენტუსმა ინტერს უმასპინძლა და უხვგოლიან დრამაში, 4:3 დაამარცხა.

მატჩის წინ გუნდების მდგომარეობა განსხვავებული იყო: იუვენტუსს ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა, ინტერმა კი უკანასკნელი შეხვედრა შინ, უდინეზესთან დათმო (სეზონის გამხსნელი მატჩი ტორინოს მოუგო - 5:0).

იუვენტუსმა ანგარიში მე-14 წუთზე, ლოიდ კელის გოლით გახსნა. 30-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე, ამჯერად იუვენტუსის თურქმა შემტევმა, ქენან ილდიზმა გაიტანა და მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი იუვემ მოიგო და ორივე საგოლე გადაცემა ბრემერის ანგარიშზე იყო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წუთში ზედიზედ მესამე თურქული გოლი გავიდა - ჩალჰანოღლუმ დუბლი შეასრულა და ინტერმა გაათანაბრა. ამის შემდეგ, წინ უკვე სტუმრები გავიდნენ, იუვენტუსის კარი მარკუს ტურამმა აიღო. სიმბოლურია, რომ 7 წუთში ტურამს ძმამ უპასუხა - კეფრენ ტურამმა ამჯერად იუვენტუსს გაათანაბრებინა.

შესაძლოა, ბევრმა იფიქრა, რომ ამ თამაშის წაგებას არცერთტი გუნდი არ იმსახურებდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ბურთი მონტენეგროელმა ფეხბურთელმა, ვასილიე აჯიჩმა ჩაიგდო და დაახლოებით 35 მეტრიდან, ინტერს გამარჯვების გოლი გაუტანა.

იუვენტუსი 3 მოგებით ცხრილის პირველ ადგილზეა, ინტერს კი მხოლოდ 3 ქულა აქვს და მე-11 ადგილს იკავებს.

ძმები ტურამები მსაჯის კამერაში

სხვა სტატიები