"ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ-ჟერმენს ემშვიდობება
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ-ჟერმენს დაემშვიდობა. 26 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ გუნდის გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებულია. დონარუმა მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის.
ჩემი თავის დასამკვიდრებლად და პარი სენ-ჟერმენის კარის დასაცავად, აქ ყოფნის პირველივე დღიდან ყველაფერი გავიღე, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ვეღარ ვიქნებოდი გუნდის ნაწილი და ვეღარ შევძლებდი წვლილის შეტანას გუნდის წარმატებაში. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, რომ ბოლოჯერ შევხედო პარკ დე პრენსის გულშემატკივრებს, მათ თვალებში ჩავხედო და სათანადოდ დავემშვიდობო. თუ ეს არ მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს და არასდროს დამავიწყდებით. ყოველთვის მემახსოვრება იმ ჯადოსნური საღამოების დროს განცდილი ემოციები და თქვენ, ვინც თავი სახლში მაგრძნობინა.
ყველა თანაგუნდელს მადლობას ვეტყვი იმ თავდადებისთვის და ბრძოლისთვის რაც გუნდთან ერთად გავიღეთ. თქვენ ყოველთვის ჩემი ძმები იქნებით. ამ კლუბში თამაში და ამ ქალაქში ცხოვრება უდიდესი პატივი იყო. მადლობა პარიზ. - ჯანლუიჯი დონარუმა
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს იტალიელი მეკარე კარიერას, მაგრამ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით მანჩესტერ სიტი დონარუმას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.