Belive

დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია, მაგრამ გორის დილას სახით რთული მეტოქე შეგვხვდა"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი გორის "დილა" "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.

აღნიშნული დუელის პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, რომლის წინაც, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გიულამ კომენტარი გააკეთა.

"ვიცით, რომ ეს არის ევროპული დაპირისპირება მეტოქესთან, რომელსაც ბევრი ლეგიონერით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.

ინფორმაცია დღეს უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ცოცხალი სკაუტინგი და მივიღეთ ღირებული ინფორმაცია. საკმარისი დრო გვქონდა გაანალიზებისა და მომზადებისთვის. გადამწყვეტი იქნება, როგორ მოვახერხებთ მოედანზე არსებული ცოდნის ჩვენებას.

ვიცით რას უნდა ველოდოთ. ეს ერთი წლის წინანდელი დუელისგან განსხვავებული დაპირისპირება იქნება, ვიცით, რომ უხერხული მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ წინსვლისთვის.

ჩვენი მხრიდან პატივისცემას გამოვხატავთ. საქართველოში ფეხბურთი ვითარდება. ბოლო დროს, მათმა 21-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ ევროპულ ლიგებში. ამიტომ, ეს პატივისცემას იმსახურებს.

გორის "დილას" მწვრთნელი გუნდთან ერთად დიდი ხანია მუშაობს. მათ ბურთის ფლობა კარგად შეუძლიათ და ხშირად პრესინგზეც კარგად თამაშობენ. ჰყავთ საინტერესო მოთამაშეები, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელებიც. ეს მხოლოდ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთულ მეტოქეს ვხვდებით", - თქვა დევიდ გიულამ.

გორის "დილასა" და "დუნაისკა სტრედას" შორის პირველი მატჩი სლოვაკეთში 13 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები