Belive

დუმფრისი: ,,ინძაგის გუნდიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ვკითხულობდით''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერის მცველმა, დენზელ დუმფრისმა, გუნდიდან სიმონე ინძაგის წასვლის შესახებ ისაუბრა.

მაისში La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინძაგი ალ ჰილალში გადასვლას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დათანხმდა, რამაც ,,ნერაძურის'' ხელმძღვანელთა გაბრაზება გამოიწვია.

,,ჩემთვის და გუნდის თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან რთული იყო, რადგან ინძაგისთან ყველანი ახლოს ვიყავით. ინტერში მასთან ერთად მოვედი და ყველაფერს ერთად მივაღწიეთ.

ჭორებს ფინალისთვის მზადების პროცესზე არ უმოქმედია, თუმცა, ცხადია, ყველაფერს ვკითხულობდით. ჭორებს ვისმენდით, მაგრამ ამაზე ერთმანეთში არ ვსაუბრობდით. გარწმუნებთ, რომ ყველანი მხოლოდ პსჟ-სა და ფინალზე ვფიქრობდით.'' - დენზელ დუმფრისი

ინძაგი ინტერს 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მილანურმა გუნდმა სერია A, იტალიის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი (3-ჯერ) მოიგო. გარდა ამისა, ინტერმა ამ დროის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ ითამაშა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

სხვა სტატიები