Belive

დროგბა - სალაჰი ჩემს ყველა რეკორდს დაამხობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მერისაიდული გრანდის ეგვიპტელი ვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ევროსარბიელზე სალაჰის ასპარეზობა არანაკლებ შთამბეჭდავია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 შეხვედრაში ეგვიპტელმა 6 გოლის გატანა შეძლო. “ლივერპულის” ეგვიპტელმა შემტევმა პრემიერ ლიგის ეგიდით 108 გოლი გაიტანა ლეგენდარულ დიდიე დროგბას გადაასწრო (104). მოჰამედ სალაჰი (108) პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა. მეორე ადგილს დიდიე დროგბა იკავებს (104) ხოლო მესამე ადგილზე კიდევ ერთი “ლივერპულელი” სადიო მანე (100) იმყოფება. მოჰამედ სალაჰი ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ერაში “მანჩესტერ იუნაიტედს” “ოლდ ტრაფორდზე” ჰეთ-თრიკი შეუსრულა. აფრიკული ფეხბურთისა და ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა - დიდიე დროგბა, მოჰამედ სალაჰის შესახებ საუბრობს და საინტერესო კომენტარს აკეთებს. დროგბას მტკიცებით, სალაჰი ფანტასტიკური ფეხბურთელია.

"თუ მო სალაჰი ასე განაგრძობს, ჩემს ყველა რეკორდს გაანადგურებს. ტირილი მინდა", - აღნიშნა დიდიე დროგბამ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები