Belive

დრეიკმა არგენტინის ნაკრების მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დრეიკმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ეროვნული ნაკრების გამარჯვება ივარაუდა.

კანადელმა რეპერმა ,,ალბისელესტეს'' მოგებაზე 1 მილიონი დოლარი დადო და ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by champagnepapi (@champagnepapi)

დრეიკმა რამდენიმე თვის წინ, 833 ათასი კანადური დოლარი (600 ათასი ამერიკული დოლარი) ,,ბარსელონასა” და ,,არსენალის” მოგებებზე დადო. ,,მეთოფეებმა” იმარჯვეს, თუმცა კატალონიური კლუბი ,,რეალთან” 1:3 დამარცხდა. ,,ბარსელონას” მოგების შემთხვევაში, კანადელი 2 835 000 დოლარით გამდიდრდებოდა.

მანამდე კი კანადელმა 239 ათასი დოლარი ჟოზე ალდოსთან მერაბ დვალიშვილის მარცხზე განათავსა - შეხვედრა UFC-ის ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები