Belive

დრამატული ფრე კონფერენს ლიგაზე: რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა ბაზელთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, ბრატისლავის "სლოვანმა" შვეიცარიულ "ბაზელს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ფრე - 3:3 ეთამაშა.

მასპინძელი გუნდის მხრიდან პირველივე წუთიდან თამაში საქართველოს ნაკრების ექს და მოქმედმა კაპიტნებმა, შესაბამისად, ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ დაიწყეს და მოედანზე საფინალო სასტვნამდე დარჩნენ.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 53-ე წუთისთვის - 3:1 იგებდა და ამაში თავისი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძესაც მიუძღვის - 23 წლის ქართველმა შემტევმა 49-ე წუთზე იურაი კუჩკას საგოლე პასი გაუკეთა. საბოლოო ჯამში, შვეიცარიელებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრა ფრედ - 3:3 დასრულდა.

რაც შეეხება უშუალოდ ქართველი ფეხბურთელების ინდივიდუალურ სტატისტიკას, გურამ კაშიამ 7.2 კოეფიციენტი დაიმსახურა და ეს თავის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი გახლდათ, დანარჩენმა ორმა ქართველმა კი 6.9 ქულა მიიღო.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელების დეტალურ სტატისტიკას, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

გურამ კაშია

კოეფიციენტი: 7.2

ნათამაშები წუთი: 90

სახიფათო მომენტის განმუხტვა: 5

დარტყმის დაბლოკა: 2

ვარდნა: 3

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 4/4

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 4/5

ბურთის დაკარგვა: 14

ბურთთან შეხება: 95

პასის სიზუსტე: 68/81 (84%)

გრძელი პასი: 5/10

წარმატებული დრიბლინგი: 1/1

გურამ კაშიას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება:

ჯაბა კანკავა

კოეფიციენტი: 6.9

ნათამაშები წუთი: 90

ბურთთან შეხება: 66

სახიფათო მომენტის განმუხტვა: 1

დარტყმის დაბლოკა: 1

ვარდნა: 1

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 4/6

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 1/1

ბურთის დაკარგვა: 7

პასის სიზუსტე: 50/57 (88%)

გრძელი პასი: 9/12

ყვითელი ბარათი: 1

ჯაბა კანკავას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება:

გიორგი ჩაკვეტაძე

კოეფიციენტი: 6.9

ნათამაშები წუთი: 90

საგოლე პასი: 1

ბურთთან შეხება: 51

კარში დარტყმა: 1

წარმატებული დრიბლინგი: 3/5

ვარდნა: 1

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 7/14

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 11

ბურთის დაკარგვა: 7

მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 3

მის წინააღმდეგ განხორციელებული დრიბლინგი: 2

გიორგი ჩაკვეტაძის გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება:

გიორგი ჩაკვეტაძე

სხვა სტატიები