Belive

დორტმუნდში დიდი ზეიმი იგეგმება | ორგანიზატორები ასიათასობით გულშემატკივარს ელოდებიან

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2012 წლის შემდეგ "დორტმუნდი" ბუნდესლიგის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არის. რამდენიმე დღეც და "ბორუსია" ნანატრ ტიტულს მიიღებს.

ქალაქში დიდი ზეიმი იგეგმება. დორტმუნდის პოლიციის უფროსის თქმით, საპატიო წრეზე, რომელიც ბორზიგპლატცზე იგეგმება, მინიმუმ 200,000 გულშემატკივარს ელოდებიან. გერმანიის ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, ქალაქში 4 საათიანი მსვლელობა გაიმართება. ბოლოს, როცა "დორტმუნდმა" ჩემპიონობა იზეიმა აღსაღნიშნად ქალაქში 400,000-ზე მეტი გულშემატკივარი გამოვიდა.

"ბორუსია" "ბაიერნს" 2 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში "მაინცს" უმასპინძლებს. მიუნხენელებს კი, კიოლნში უწევთ ჩასვლა. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ "დორტმუნდის" ბოლო შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია. აღნიშნულმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია მედიის წარმომადგენლებს შორისაც. მოედანზე აკრედიტაციით 192 ჟურნალისტს შეუძლია მოხვედრა და გავრცელებული ინფორმაციით, 800 მოთხოვნა არის გაგზავნილი.

საინტერესოა, რომ "დორტმუნდისა" და "მაინცის" შეხვედრის ჩვენება ქალაქში დიდ ეკრანზე არ მოხდება. დორტმუნდის მერი თომას ვესტფალის განცხადებით, მერია და სამაუწყებლო კომპანია გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტური 27 მაისს გაიმართება და ყველა შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები