დორტმუნდმა აიაქსიდან სებასტიან ალე იყიდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის ,,აიაქსის'' ყოფილი ფეხბურთელი, სებასტიან ალე კარიერას დორტმუნდის ,,ბორუსიაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,ბორუსიამ'' 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ კლუბისთვის რეკორდული თანხა, 31 მილიონი ევრო (პლუს 4 მილიონი ბონუსის სახით) გადაიხადა. ალემ დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფორვარდი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გასულ სეზონში სებასიან ალემ ,,აიაქსის'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
' in the building ✔️ pic.twitter.com/g7hyNnlkR4 — Borussia Dortmund (@BlackYellow) July 6, 2022