Belive

დიტმარ ჰამანი: "ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის, ნიუკასლის, ლივერპულის, მანჩესტერ სიტის და გერმანიის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი, დიტმარ ჰამანი ოქროს ბურთის სამ ნომინანტს ასახელებს და მთავარ ფავორიტად ხვიჩა კვარაცხელიას მიიჩნევს.

"ჩემი კანდიდატი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ხვიჩა კვარაცხელიაა, გამორჩეული ფეხბურთელი.

თუ იმავე წელს ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებ და მსოფლიო ჩემპიონატსაც, მაშინ საუკეთესო სამეულში აუცილებლად უნდა იყო, ამიტომ სიაში ფაბიან რუისიც უნდა იყოს.

ასევე, უნდა ვახსენოთ ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატში, კილიან მბაპე", - დიტმარ ჰამანი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი პსჟ-სთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა და ტურნირის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სხვა სტატიები