Belive

დიომანდეს ვინისიუსის ჩანაცვლების შანსი ეძლევა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალს შეტევაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოუწევს ვილიარეალთან მატჩის დროს, ვინისიუსის ეპიზოდის შემდეგ. ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნათან სალიბასთან ინციდენტის გამო, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ვინის არყოფნა კი ბრწყინვალე შესაძლებლობაა მადრიდელთა ახლად შეძენილი 19 წლის კოტ დ'ივუარელი შემტევისთვის, იან დიომანდესთვის, რომელსაც აქამდე ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უწევდა თამაში. ახლა კი ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი ეძლევა, ყურადღების ცენტრში მოექცეს და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

დიომანდემ "ბლანკოსის" რიგებში, ათი მატჩი ითამაშა, სადაც ერთ გოლსა და ერ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, დიომანდეს, რამდენიმე მატჩის განმავლობაში, სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა ექნება. ეს კი თავის მხრივ, ხელს აძლევს აფრიკელ ფეხბურთელს, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლოს. მიმდინარე კალენდარი ახალგაზრდა შემტევს ფორმის მოსამატებლად და სათამაშო რიტმის დასაჭერად იდეალურ შესაძლებლობას აძლევს.

მადრიდელები, მოახლოებულ მატჩებში, სევილიას, რასინგსა და ვალენსიას დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრები 19 წლის ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. მთავარი გამოცდა კი 25 ოქტომბერს შედგება, როდესაც რეალი "ელ კლასიკოში", ბარსელონას დაუპირსპირდება.

სხვა სტატიები