Belive

დინამო თბილისმა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიბრუნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ექს-ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" ბოლო წლების განმავლობაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დავით კობოური დაიბრუნა. ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ავრცელებს. 24 წლის ცენტრალური მცველი ჩეხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "კარვინაში" იჯარის წესით 5 თვის განმავლობაში თამაშობდა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო, ახლა კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
"მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და კვლავ მაქვს საშუალება დინამოს ღირსება დავიცვა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და მაქსიმალურად შევეცდები გუნდს დავეხმარო", - თქვა კობოურმა.
დავით კობოური "დინამო თბილისის" აღზრდილია და ამ კლუბის მთავარ გუნდში 2016 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. საერთო ჯამში, "ლურჯ-თეთრების" შემადგენლობაში მან 142 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 2020 წლის სეზონში ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.  

სხვა სტატიები