Belive

დინამო თბილისმა (U19) დერბიში იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო დაპირისპირება გაიმართა.

მოქმედი და ვიცე-ჩემპიონები "დინამო თბილისი" და "ლოკომოტივი" ერთმანეთს თბილისურ დერბიში, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრის მოსაგებად ორივე გუნდს დიდი მოტივაცია ჰქონდა, რადგან გამარჯვებული სატურნირო ცხრილში გალიდერდებოდა. "დინამო" რომ მოედანზე მოსაგებად გამოვიდა, ეს მსაჯის პირველი სასტვენისთანავე გამოჩნდა. 35-ე წამზე, მასპინძელთა შეტევა შემდეგში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გიორგი ომარაშვილის ზუსტი დარტყმით და გოლით დასრულდა. გატანილი გოლის შემდეგ, "დინამომ" ინიციატივა "ლოკომოტივს" დაუთმო და "რკინიგზელებმაც" რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს და მეტოქის მეკარეს საქმე გაუჩინეს. ტაიმის მეორე ნახევარში "დინამომ" კვლავ შეუტია და პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც გიორგი მოისწრაფიშვილმა გოლად აქცია და თავისი გუნდი წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. 11-მეტრიანის ეპიზოდში მსაჯთან კამათისთვის მოედნის იძულებით დატოვება "ლოკოს" თავკაც სულიკო დავითაშვილს მოუწია. სათამაშო სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. "ლოკომოტივი" ტერიტორიულ უპირატესობას და ბურთს ფლობდა, "დინამო" კი თავის შანსს კონტრშეტევაზე ელოდებოდა. 66-ე წუთზე, მასპინძლებმა ასეთი შანსი მიიღეს, კვლავ პენალტი, კვლავ ზუსტი დარტყმა და მოისწრაფიშვილის დუბლი. 73-ე წუთზე, მას მერე რაც "დინამომ" მოგება გაინაღდა, მეტოქეს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. ფლანგიდან დაწყებული შეტევა თავად ლაშა აწყურელი დაამთავრა.

ამ გამარჯვებით, "დინამომ" 23 ქულა დააგროვა და მეცხრე ტურის შემდეგ ოქროს ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა.

სხვა სტატიები