Belive

დინამო რუსთავთან განადგურდა - ახლადგადმოსული გუნდი ჩემპიონობას უმიზნებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, დინამო თბილისმა რუსთავს უმასპინძლა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:3 დასრულდა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს რთული პერიოდი აქვს - წინა ტურში სპაერთან 2:1 გაიმარჯვა, თუმცა მანამდე იყო სამარცხვინო მარცხი ჟალგირისთან (7:2) და საქართველოს თასიდან გამოვარდნა გურიასთან (1:0).

წარუმატებლობა ეროვნულ ლიგაში ახლადაღზევებულ რუსთავთან გაგრძელდა - ქვემო ქართლელებმა პირველივე ტაიმში დაამთავრეს საქმე - გოლები ერთმანეთის მიყოლებით გაიტანეს ლეგიონერებმა: ბრაზილიელმა ჯინმა, განელმა პრინც ოსეიმ და მისმა თანამემამულე სოლომონ კესიმ.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, თემურ ქეცბაიამ მოედანზე თორნიკე კვარაცხელია შეიყვანა, თუმცა მატჩში გოლი აღარ გასულა.

რუსთავი ჩემპიონატს 38 ქულით ლიდერობს - რაც არ უნდა მოხდეს იბერიასა და ტორპედოს სეხვედრაში, რუსთავი ამ ადგილს შეინარჩუნებს.

სხვა სტატიები