Belive

დინამო ბათუმმა მონტენეგროელი ლეგიონერი გაუშვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო ბათუმმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ცვლილება განახორციელა. აჭარულმა კლუბმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მონტენეგროელ შემტევ ნახევარმცველ, სტეფან დენკოვიჩთან გაწყვიტა. 31 წლის ფეხბურთელი "დინამო ბათუმს" 2022 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა ქართულ კლუბში არც ისე წარმატებულად აეწყო და ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. "დინამო ბათუმი" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ "დინამო თბილისს" 6 ქულით უსწრებს. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდება, პირველი მატჩი ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას და ვლადრიმირ ვაისის გუნდის წინააღმდეგ 5 ივნისს, სლოვაკეთში, ხოლო საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს ბათუმში გაიმართება.  

სხვა სტატიები