Belive

დინამო ბათუმმა ლუკა ზარანდია დაიმატა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ბელგიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია, ბოლოს კი "კორონა კიელჩეს" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ლუკა ზარანდიას გარდა, "დინამო ბათუმმა" 30 წლის ქართველი თავდამსხმელი, თორნიკე კაპანაძე, 28 წლის დანიელი მარცხენა შემტევი ალექსანდერ იაკობსენი, 18 წლის ქართველი ნახევარმცველი - მუხრან ბაგრატიონი, ბელარუსი მეკარე, ანტონ ჩიჩკანი და 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი, დაიმატეს. ასევე, გუნდთან ერთად 29 წლის მეკარე, ოლექსანდრ ტკაჩენკო ვარჯიშობს.

სხვა სტატიები