Belive

დინამო არენაზე ერთა ლიგის დღის დასწრების რეკორდი დამყარდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო არენაზე", საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩში, ერთა ლიგის სათამაშო დღის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. C ლიგის პირველ შეხვედრას თბილისში 44 000-მდე ადამიანი დაესწრო, რაც გუშინდელ მატჩებს შორის რეკორდული იყო. საქართველოს შემდეგ, ყველაზე მეტი გულშემატკივარი სტადიონზე ესპანეთისა და პორტუგალიის შეხვედრაზე (41 500) მივიდა. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა შინ გიბრალტარი 4:0 ხვიჩა კვარაცხელიას, გურამ კაშიას, გიორგი მიქაუტაძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით დაამარცხა. შემდეგ შეხვედრას საქართველო 5 ივნისს სტუმრად, ბულგარეთთან გამართავს.

სხვა სტატიები