დიეგო სიმეონე: "წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს ინტერის მწვრთნელი ვიქნები"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ატლეტიკო მადრიდის მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, რომელიც ამჟამად მე-14 სეზონს ატარებს ატლეტიკოში, ჩემპიონთა ლიგაზე „ნერაძურისთან“ გასამართი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა - მან ძველი კავშირები გაიხსენა და ახალი კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ რას აპირებს ესპანეთში წარმატებული მწვრთნელობის შემდეგ.
ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს ინტერის მწვრთნელი ვიქნები. ვფიქრობ, ეს მოხდება.
ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, აქვთ იდენტობა და მკაფიო წარმოდგენა თუ როგორ შეუტევენ.
ჩემპიონთა ლიგაზე ციფრები თავისთავად მეტყველებს. მათ ორი ფინალი ითამაშეს. ისინი ერთ-ერთი ფავორიტები არიან. - განაცხადა დიეგო სიმეონემ
დიეგო სიმეონეს არასდროს დაუმალავს საკუთარი განსაკუთრებული დამოკიდებულება "ნერაძურისადმი". როგორც ფეხბურთელმა, მან 2 სეზონი (1997-1999) გაატარა ინტერის რიგებში.
არგენტინელი მწვრთნელი ატლეტიკოს 2011 წლიდან უდგას სათავეში და მან ამ გუნდში განსაკუთრებული ეპოქა შექმნა.