Belive

დიეგო სიმეონე: "რთული მომენტია, თუმცა კლუბს არ დავტოვებ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" 52 წლის არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა - დიეგო სიმეონემ, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკო" ჯგუფში ჩარჩა და პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა, დიეგო სიმეონე კლუბის დატოვებს არ აპირებს.

"დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლუბის დატოვებას არ ვაპირებ, მითუმეტეს ამ ურთულეს მომენტში. პლეი-ოფის საგზური ვერ მოვიპოვეთ, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა, თუმცა ყველაფერს ვიზამ, რომ მომავალში ამ კლუბს უდიდესი წარმატება ჰქონდეს.

ვაპირებ, რომ "ატლეტიკო" უფრო ძლიერი გავხადო და ჩვენთვის სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დავეუფლოთ და ჩემი ბიჭების ოცნების ახდენა შევძლო. ბრძოლა და მუშაობა გრძელდება, ყველაფერი წინ გვაქვს...".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მადრიდის "ატლეტიკომ" საკუთარ კედლებში "ლევერკუზენთან" 2:2 ითამაშა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მადრიდულ კლუბს მატჩის ბოლოს გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა იანიკ კარასკომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

სხვა სტატიები