Belive

დიეგო სიმეონე ლუის არაგონესის ისტორიულ რეკორდს გაუთანაბრდა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში ატლეტიკო მადრიდმა ლევანტე სტუმრად 0:2 დაამარცხა. პირველი გოლი 36-ე წუთზე ალეხანდრო გრიმალდომ გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე 2-მდე სხვაობა ჯულიანო სიმეონემ გაზარდა.

დიეგო სიმეონესთვის აღნიშნული მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ლა ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით ლუის არაგონესის ისტორიულ რეკორდს გაუთანაბრდა. 56 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა 344-ე მატჩი მოიგო, რაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვებაა.

ამ ამბავს შთამბეჭდავს ისიც ხდის, რომ სიმეონემ 344 გამარჯვების მოპოვება 565 შეხვედრაში შეძლო, ხოლო ლუის არაგონესმა 756 მატჩში.

ატლეტიკო მადრიდი ლა ლიგის ცხრილში 28 ქულით მე-2 პოზიციაზეა (9 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას დიეგო სიმეონეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ 3 ნოემბერს 23:59 საათზე გამართავს.

რეკორდის დამყარება დიეგო სიმეონეს ბარსელონას წინააღმდეგ შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მათ ლა ლიგაში სწორედ კატალონიური გუნდის წინააღმდეგ აქვთ შეხვედრა ჩანიშნული, თან საკუთარ არენაზე. აღნიშნული დაპირისპირება კი 8 ნოემბერს 23:59 საათზე გაიმართება.