Belive

დიეგო მარადონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო მარადონას პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს თქმით, ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის ქალაზე ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. "გარსებს ჰემატომის ნაწილი წარმატებით მოვაშორე, დიეგო კი ამჟამად კონტროლის ქვეშ იმყოფება. მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად დაიწყო", - აცხადებს სპეციალისტი. როგორც იცით, არგენტინელს, რომელიც ცოტა ხნის წინ 60 წლის გახდა, ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევა (იგივე სუბდურული ჰემატომა) ჰქონდა, რაც გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. დიეგოს ოპერაცია ლა პლატას  საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს გაუკეთეს.

სხვა სტატიები