Belive

დიდიე დროგბას შვილმა კონტრაქტი სომხეთის მე-2 ლიგის გუნდთან გააფორმა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სომხეთის პირველი დივიზიონის (რანგით მე-2 ლიგა) მე-18 ტურში ჰაიქმა ბენტონიტს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩმა გულშემატკივართა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან მასპინძელთა განაცხადში ლონდონის ჩელსის ლეგენდარული ფეხბურთელის, დიდიე დროგბას შვილი, ისააკ დროგბა მოხვდა. ისაკიი მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა ცნობილია, რომ მან სომხურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

მამის მსგავსად, ისააკ დროგბა თავდამსხმელია და ჩელსის აკადემიის აღზრდილია. 25 წლის ფეხბურთელს ჯერჯერობით დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ბოლოს ბელგიის მე-4 დივიზიონში თამაშობდა.

მომავალ მატჩს სომხური ჰაიქი 9 მარტს, Van 2-ის წინააღმდეგ გამართავს.