Belive

დიდიე დეშამი: "პორტუგალიის ჯგუფში ჩატოვება მოტივაციას არ გვიზრდის" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიასთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ის ფაქტი, რომ შეგვიძლია პორტუგალია ამ მატჩის შემდეგ ტურნირს გამოვთიშოთ,  ჩვენს მოტივაციას არ ზრდის. ჩვენი ამოცანა მაქსიმალური შედეგის მიღწევაა. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო მაღალი პოზიცია დავიკავოთ ჯგუფში და შედეგად, უფრო მოსახერხებელი მეტოქე მივიღოთ 1/8-ფინალში. ჩვენ უკვე მოვიპოვეთ პლეი-ოფის საგზური და ეს გარკვეულწილად დამამშვიდებელია.  ანტუან გრიზმანის შესაძლებლობები ჩემთვის კარგად არის ცნობილი. მას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, თუმცა თვითონ უფრო მეტად ცენტრში მოქმედება უყვარს. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე და გვესმოდეს, თუ როგორ იმოქმედებს გრიზმანის ცენტრში გადაწევა გუნდის სათამაშო ბალანსზე", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.
პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 23 ივნისს, ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები