დიდიე დეშამი: "მბაპეს სულ ოდნავ სტკივა კოჭი"
21 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაროკოს ნაკრებთან საფრანგეთის გამარჯვების შემდეგ (2:0), ტელეკომპანია M6-ის ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას კილიან მბაპესა და მანუ კონეს ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლებმაც მოედანი მცირე დაზიანებებით დატოვეს.
მიმაჩნია, რომ ზედიზედ სამ ნახევარფინალში გასვლა უკვე კარგი შედეგია, თუმცა ეს ლოგიკური და ბუნებრივიც ჩანს. ბრწყინვალე მოთამაშეები მყავს და ეს შესანიშნავია.
დღევანდელი შეხვედრა რთული გამოდგა - გაცუდებულმა პენალტმა და გამოუყენებელმა მომენტებმა ვითარება გაართულა. კილიანმა კარგად მოახდინა რეაგირება და გოლი გაიტანა. ჩვენ იქ ვართ, სადაც ყოფნა გვსურდა. ახლა ძალებს აღვიდგენთ და ხვალ გავიგებთ, ვინ იქნება ჩვენი მომავალი მეტოქე (პარასკევს, ესპანეთი ან ბელგია).
კილიანს (მბაპეს) კოჭის არეში მცირე დისკომფორტი ჰქონდა, ტკივილს გრძნობდა. მანუმ (კონემ) კი მუხლზე დარტყმა მიიღო და შეაწუხა. უორენი (ზაირ-ემერი) თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო, რაც შესანიშნავია. აუცილებელია, ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაში იყოს. ისინიც კი, ვინც არ თამაშობენ, სრულად იზიარებენ გუნდის ერთიან სულისკვეთებას.
ჩვენ ვქმნით ემოციებს და მათ სხვებს ვუზიარებთ. წარმომიდგენია, რა დიდი მუხტი და სიხარულია ახლა საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ჩვენს საინფორმაციო ვაკუუმში ვიმყოფებით. მოთამაშეების მოვალეობაა, ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალური მწვერვალების დასაპყრობად. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ჩვენ კვლავ საუკეთესო ოთხეულში ვართ - განაცხადა დიდიე დეშამმა
Didier Deschamps après France-Maroc en quarts de finale de la Coupe du monde > https://t.co/0GWPNj1Omc pic.twitter.com/4tpK7mcfBw
— L'Équipe (@lequipe) July 9, 2026
საფრანგეთი მიმდინარე მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტია, ესპანეთი და ბელგია გაარკვევენ თუ ვინ შეხვდება დიდიე დეშამის გუნდს. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ფინალში გასვლას მოახერხებს, ბრაზილიის ნაკრების უნიკალურ მიღწევას გაიმეორებს - 'სელესაომ' 1994-დან 2002 წლის ჩათვლით, 3-ჯერ ითამაშა ფინალში.