Belive

დიდიე დეშამი: "დემბელეს ოქროს ბურთის მოგება, ფრანგული ფეხბურთის დიდი გამარჯვებაა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთი'' საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევს, უსმან დემბელეს გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

დემბელეს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დიდიე დეშამმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფრანგული ფეხბურთისთვის უდიდესი წარმატებაა.

"მიხარია, რომ მან ამ ინდივიდუალური ჯილდოს მოგება შეძლო, რომელსაც ის იმსახურებდა. ეს ასევე დიდი მოვლენაა ფრანგული ფეხბურთისთვის, რადგან ის ფრანგი ფეხბურთელია, საფრანგეთის ნაკრების წევრი, ამიტომ ეს საფრანგეთის წარმატებაცაა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ..." - დიდიე დეშამი

შეგახსენებთ, რომ რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენის, ზინედინ ზიდანისა და ქარიმ ბენზემას შემდეგ, უსმან დემბელე მეექვსე ფრანგი გახდა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

დემბელემ 2025 წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. უსმანმა გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები