Belive

დიდი სკანდალი ინგლისში | საუთჰემპტონი ,,ჯაშუშობის'' გამო პლეი-ოფიდან მოკვეთეს

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუთჰემპტონი პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფიდან მოკვეთეს მას შემდეგ, რაც კლუბს სეზონის განმავლობაში სამი სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ ,,ჯაშუშობა'' დაუმტკიცდა. შესაბამისად, მიდლსბრო, რომელიც ნახევარფინალში საუთჰემპტონთან დამარცხდა, პლეი-ოფში დააბრუნეს და პრემიერლიგაში გადასასვლელად ახლა ჰალ სიტის სწორედ ის დაუპირისპირდება.

ინგლისის საფეხბურთო ლიგამ (EFL) „წმინდანებს“ ბრალი დასდო ოქსფორდ იუნაიტედისა და იფსვიჩ თაუნის სავარჯიშო პროცესებზე თვალთვალში, ასევე 7 მაისს, მიდლსბროს ვარჯიშის ფარულ ვიდეოგადაღებაში.

სადისციპლინო კომისიამ საუთჰემპტონს, პლეი-ოფიდან მოკვეთასთან ერთად, ჩემპიონშიპის მომავალ სეზონში 4 ქულაც დააკლო.

EFL-ის განცხადებით, საუთჰემპტონმა აღიარა „ინგლისის საფეხბურთო ლიგის რეგულაციების მრავალჯერადი დარღვევა, რაც სხვა კლუბების ვარჯიშების უნებართვო ვიდეოგადაღებას გულისხმობდა“. კლუბმა წარდგენილ ყველა ბრალდებაზე ოფიციალური საყვედურიც მიიღო.

BBC Sport-ის ცნობით, ,,წმინდანები'' ოთხშაბათს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ სასჯელი არაპროპორციულია.

ინგლისის საფეხბურთო ლიგის განცხადებით, აპელაციის შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა ფინალური მატჩის განრიგი კიდევ ერთხელ შეიცვალოს.

საუთჰემპტონს შაბათის მატჩზე ბილეთები უკვე გაყიდული ჰქონდა, ამიტომ მათ გულშემატკივრებს თანხა სრულად დაუბრუნდებათ.