Belive

დიდი მოულოდნელობა ჩემპიონთა ლიგაზე | იუვენტუსი მაკაბისთან დამარცხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "იუვენტუსი" "მაკაბი ჰაიფას" წინააღმდეგ 2:0 დამარცხდა და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლის ავტორი ომერ აცილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ჰაიფელებმა მათი ბოლო საშინაო შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაზე, 2002 წელს მოიგეს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" 3:0 დაამარცხეს.

ისრაელის ჩემპიონმა პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩაატარა და სწორედ ამ დროს მოახერხეს 2-ბურთიანი უპირატესობის მოპოვებაც. "ბებერი ქალბატონი" უსახურ ფეხბურთს აჩვენებდა და მეტოქეს ვერაფერს უპირისპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს აშკარა შანსები მაინც ვერ შექმნეს. ანხელ დი მარიას ტრავმამ იტალიელების სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.

წაგებული შეხვედრის შემდეგ, მალევე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ "იუვენტუსმა" ალეგრი უნდა გაუშვას. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბიანკონერის" არ აქვს საკმარისი ფინანსები, რომ მასიმილიანო დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლოს.

ამჟამად "ბებერი ქალბატონი" H ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა. იმისათვის, რომ ტურინელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონ, ჯერ გასვლაზე "ბენფიკა" უნდა დაამარცხონ, შემდეგ კი, შინ "პსჟ-ს" მოუგონ.

სხვა სტატიები