Belive

,,დიდებული მატჩი ჩაატარა'' - ევროსპორტი ლოჩოშვილზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-12 ტურში ,,კრემონეზემ'' ,,უდინეზეს'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც მოედანზე 85 წუთი გაატარა.

ევროსპორტმა ქართველი მცველის თამაში 6.5 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასება იყო (ამდენივე ვებგვერდმა კიდევ ექვს ფეხბურთელს დაუწერა).

,,დიდებული მატჩი ჩაატარა. იყო ხისტი, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა,'' - წერს ევროსპორტი.

Sofascore.com-მა ლოჩოშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ ემანუელ აივუს, მარკო კარნესეკისა (კრემონეზე) და მარკო სილვეტრსის (უდინეზე) დაუწერა. Whoscored-ის ვერსიით კი ლუკაზე კარგი მატჩი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილის ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 საგოლე პასია. ,,კრემონეზე'' მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს ,,სალერნიტანას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები