Belive

დიასამიძე: "ბელარუსები ამბობენ, გავიტანთ და დაცვაში ჩავჯდებითო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი დიასამიძე ბოლო პერიოდის "საბურთალოს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 2020 წლის დასაწყისისთვის ქართველი ფეხბურთელი ბელარუსში, სოლიგორსკის "შახტიორში" გადავიდა. თბილისური კლუბი ყოფილ ფეხბურთელს თურქულ შეკრებაზე დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა გიორგის კომენტარი, თუ როგორი მოლოდინი აქვთ ბელარუსებს მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში გასამართი შეხვედრის წინ. "ამ თემაზე საუბარი. იციან, რომ საქართველოს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მაინც იმედიანად არიან. საქართველოსთან სათამაშოდ „შახტიორიდან“ 7 ფეხბურთელს უხმეს, ისინი ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები არიან. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ. ამბობენ – ერთ გოლს გავიტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო. ჩვენი მწვრთნელი უკრაინელი, იური ვერნიდუბია. მასთანაც ხშირად ვლაპარაკობ. უკრაინელი სპეციალისტი ბელარუსიის ნაკრებს ქომაგობს," - თქვა გიორგი დიასამიძემ.

წყარო: fcsaburtalo.ge  

სხვა სტატიები