დი მარია ბენფიკას დატოვებს - იგი მშობლიურ კლუბში დაბრუნდება?!
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბენფიკას" 37 წლის შემტევი - ანხელ დი მარია, სეზონის ბოლოს პორტუგალიურ გრანდ დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას "Mundo Deportivo" პორტუგალიურ და არგენტინულ მედიებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, დი მარიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კლუბი სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვოს, ეს ყველაფერი ჩემპიონის რანგში უნდოდა, თუმცა ამის შანსი მიზერულია და თან მხოლოდ 1 სათამაშო ტურია დარჩენილი.
Di María já comunicou ao Benfica que vai sair no final da época e nem vai ao Mundial de Clubes, informa @Record_Portugal pic.twitter.com/5TbCC2tdv6
— B24 (@B24PT) May 15, 2025
ცნობილი ხდება, რომ დი მარიას დიდი სურვილი არ აქვს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს, სწორედ ამიტომ იგი "ბენფიკას" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და კლუბს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკაში არ გაყვება.
37 წლის არგენტინელს მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა შესრულებული.
არგენტინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანხელ დი მარიას სურს რომ დაბრუნდეს "როსარიო ცენტრალში" და კარიერა იმ კლუბში დაასრულოს, საიდანაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო.