Belive

დი ლორენცო: "კვარაცხელიამ ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, მე უბრალოდ გოლი გავიტანე"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება იტალიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა კლუბმა მეტოქე 0:2 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაინც შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მეორე გოლი დროს დი ლორენცოს ქუსლით საკმაოდ რთული და სანახაობრივი გადაცემა გაუკეთა.

მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა Sky Sports-თან ისაუბრა.

"მართალია გარკვეულ მომენტებში უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ ასეთი რთული მეტოქის წინააღმდეგ, ასეთ გარემოში გამარჯვების მოპოვება ყოველთვის სასიხარულოა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქემ მატჩი მჭიდროდ დაიწყო, თუმცა, ჩვენ შევძელით და სივრცეები გამოვანთავისუფლეთ.

ჩემპიონთა ლიგაზე გოლი აქამდეც გამიტანია და თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ. ახლა ბედნიერი, რადგან გუნდმა კარგი შედეგი დააფიქსირა. უპირატესობის მიუხედავად კონცემტრაცია არ უნდა დავკარგოთ. "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს უთამაშია. ჩვენი უახლოესი მიზანი სწორედ ეს არის.

გოლის მომენტში ხვიჩამ კარგად იმოქმედა. მან ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, მე უბრალოდ გოლი გავიტანე. - განაცხადა დი ლორენცომ Sky Sports-თან საუბრისას.

"ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა ნეაპოლში 15 მარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები