Belive

დი ლორენცო: "კვარა?! ის წარმოუდგენელი ბიჭია, მას პირადად ვულოცავ სკუდეტოს მოგებას..."

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" კაპიტანმა - ჯოვანი დი ლორენცომ, სერია A-ს გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კვარას შესახებ ისაუბრა.

"კვარა? ნაპოლიში ჩამოსვლა და სკუდეტოს დაუყოვნებლივ მოგება წარმოუდგენელი შედეგი და ფაქტია. ის ჩუმი ბიჭია, რომელიც მოედანზე ფეთქდება და თავს საუკეთესოდ სწორედ იქ გრძნობს. ბევრ მატჩში მან ჩვენი შედეგები უარყოფითიდან დადებითისკენ შეცვალა. ჩვენს წლევანდელ წარმატებაში მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის

იუვენტუსთან გამარჯვებული 5:1-ის შემდეგ, ჩვენ ჩვენი თავის კიდევ უფრო ძლიერად ვიწამეთ და ვირწმუნეთ, რომ სერია A-ს ტრიუმფთან ძალიან ახლოს ვიყავით. სწორედ "იუვესთან" მატჩის შემდეგ დავრწმუნდით, თუ რამხელა ძალა აქვს კვარასა და სპალეტის..." - დი ლორენცო.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "უდინეზესთან" ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, სერია A-ს ტიტული 33 წლის შემდეგ პირველად, კლუბის ისტორიაში კი მესამედ მოიგო.

სხვა სტატიები